ფაბიანელმა სოციალისტებმა გამგეობა აირჩიეს

10698502_729629397091773_8614319763854632954_n

თბილისის ფაბიანური საზოგადოება მემარცხენე აქტივისტთა და ახალგაზრდა მკველავრთა რეგისტრირებული გაერთიანება გახდა. 2015 წლის 30 ოქტომბერს არაფორმალურად მოქმედი საინიციატივო ჯგუფი საჯარო რეესტრმა არაკომერციულ იურიდიულ პირად სცნო (1).

შედგა გაერთიანების წევრთა საერთო კრება. კრებამ საზოგადოების მმართველი საბჭო – გამგეობა აირჩია. გამგეობის შემადგენლობაში მოხვდნენ:

  1. ირაკლი ირემაძე – თსუ-ის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მაგისტრანტი.
  2. ლევან ლორთქიფანიძე – თსუ-ის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მაგისტრანტი.
  3. ხვიჩა ყაზაიშვილი – თსუ-ის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ბაკალავრი.
  4.  სოფიკო შუბითიძე – თსუ-ის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ბაკალავრი, ილიას უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის მაგისტრანტი.

11021239_10205116033573145_1506313722419941847_n

კრების გადაწყვეტილებით საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის, დირექტორის სიმბოლური წარმომადგენლობითი სტატუსი მიენიჭა ლევან ლორთქიფანიძეს.

ინსტიტუტის ფორმალიზება აუცილებელი გახდა “ქართული მემარცხენეობის ქრესტომათიის” დარჩენილ ტომებზე მუშაობის დროს გამოვლენილი წინააღმდეგობების გამო. თბილისის ფაბიანური საზოგადოება თავისი ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულად რჩება.

იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

 

 

Leave a comment