ფაბიანური საზოგადოება (მოკლე ექსკურსი)

სტატიაში საუბარია ფაბიანიზმის წარმოშობაზე, მის ბრიტანულ ფესვებზე და საქმიანობაზე, შეიცავს მოკლე მიმოხილვას.

ფაბიანური საზოგადოება ბრიტანეთის უძველესი პოლიტიკურ-ინტელექტუალური დაწესებულებაა (think tank). 1884 წელს, დაარსებიდანვე იგი დგას მემარცხენე იდეებისა და პოლიტიკური პროცესების ფრონტის წინა ხაზზე. სახელწოდება წარმოდგება რომაელი გენერლის ქვინტუს ფაბიუსის სახელიდან, რომელიც ცნობილი იყო თავისი სამხედრო სტრატეგიით: ის არასოდეს უტევდა კართაგენელებს სანამ შესაფერი მომენტი არ დადგებოდა. პირველ ფაბიანურ პამფლეტში სწორედ ამაზეა საუბარი:

„სათანადო მომენტამდე უნდა მოიცადო, ისევე როგორც ფაბიუსი აკეთებდა როცა ჰანიბალს ებრძოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი აკრიტიკებდა დაყოვნების გამო. მაგრამ როცა დრო მოვა უნდა შეუტიო ძლიერად !!! ისევე როგორც ფაბიუსი უტევდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ლოდინი იქნება ფუჭი და გამოუსადეგარი“

images

  • პირველი ფაბიანელები – “Educate, agitate, organise”

ფაბიანურმა საზოგადოებამ თავიდანვე დააინტერესა გვიანი ვიქტორიანული ერის მემარცხენე ფლანგის ბრიტანელი მოაზროვნეები.

1880-იანი წლები სოციალისტური მოქმედებების აღმავლობის ხანად შეიძლება იწოდოს და ფაბიანური საზოგადოებაც აღნიშნული მოძრაობის შუაგულში მოექცა. იდეების შემოქმედებად გვევლინებოდნენ ბერნარდ შოუ, გრაჰამ ველსი, სიდნეი ვები, სიდნეი ოლივიერი, ანი ბესანტი…ყველა მათგანი ემხრობოდა ცვლილების მიღწევის არაძალადობროვ გზებსა და ტრედუნიონიზმის (პროფკავშირულ) იდეას.

ფაბიანელებმა დიდი როლი ითამაშეს 1890 წელს ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ჩამოყალიბებაში. 1909 წელს სწორედ ფაბიანელი ბეატრის ვების მიერ დაწერილი პუბლიკაცია – „Minority Report to the Commission of the Poor Law“  მიიჩნევა ევროპაში კეთილდღეობის სახელმწიფოს ჩამოყალიბების დასაბამად.

ლონდონის ეკონომიკის სკოლა, რომელიც დღეს მსოფლიოს წამყვანი სასწავლებელია, საკვლევი ინსტიტუტის სახით სწორედ ფაბიანელებმა დააარსეს. ცენტრის შესაქმნელად მათ შემოწირულობები გამოიყენეს. ფაბიანელი მეცნიერები იყვნენ – ჰაროლდ ლასკი, რიჩარდ თითმუსი, ბრაიან აბელ-სმიტი.

 დღეს სწორედ ლონდონის ეკონომიკის სკოლაშია განთავსებული ფაბიანელთა არქივი.

უკვე 1923 წლისათვის რამსეი მაკდონალდის კაბინეტის 5 წევრი ფაბიანელი იყო,

მათ შორის მომავალი პრემიერი კლემენტ ეტლი.

რაც შეეხება მეორე მსოფლიო ომის პერიოდს.  საგულისხმოა, რომ ფაბიანელებმა ომის წლებში 120-მდე ადგილობრივი საზოგადოება დააფუძნეს.

1945 წელს ეტლის მმართველობისას 229 ფაბიანელი გახდა ბრიტანეთის პარლამენტის წევრი. პრემიერ ეტლის რეფორმირების პროგრამის ავტორები სწორედ ფაბიანელები იყვნენ. 1960-70 იანი წლები დიდ გამოწვევად იქცა, ფაბიანიზმი და ზოგადად მემარცხენეობა კრიტიკის ქვეშ მოექცა.

ფაბიანელთა ხელმძღვანელმა შირლი ვილიამსმა დააარსა სოციალ-დემოკრატიული პარტია და ამან გარკვეულად  შეცვალა ტრადიციული წარმოდგენა ფაბიანელთა უცილობლად ლეიბორისტებთან ასოცირების შესახებ. თუმცა დღეს უნდა ითქვას, რომ საზოგადოება დღეს მაინც ძველ პარტიასთან ასოცირდება, ბრიტანეთის შემთხევაში მაინც.

1990-იან წლებში ფაბიანელები სათავეში უდგანან ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის მოდერნიზაციას. ჩნდება ლეიბორისტების ახალი კონსტიტუცია ლოზუნგით „ერთი წევრი,ერთი ხმა“. 1997 წელს შედეგი სახეზეა და ბლერის მთავრობა არჩევნებში იმარჯვებს.

2010 წლიდან ხელისუფლებაში კონსერვატორებისა და ლიბერალ-დემოკრატების კოალიციის დომინირება მემარცხენეებისათვის კვლავ ახალი გამოწვევაა და არსებობს არაერთი კრიტიკის წერტილი. მემარცხენეები იმუშავებენ ახალ საარჩევნო სტრატეგიას, რომელიც მათ პოლიტიკური მოქმედების მეტ შესაძლებლობას მისცემს.

ამჟამად ფაბიანური საზოგადოება სცდება ბრიტანეთის საზღვრებს, ის არსებობს კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ამჯერად უნდა ვთქვათ რომ ფეხს იკიდებს საქართველოშიც!

მომზადებულია სოფო შუბითიძის მიერ აღნიშნული ტექსტის მიხედვით. აქვე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია ფაბიანური საზოგადოების თავმჯდომარეების შესახებ

Leave a comment