ცნობილი ფაბიანები

Image

ფაბიანური საზოგადოების დაარსების დღიდან (1884წ.) არაერთი წამყვანი მემარცხენე მოაზროვნე გახდა მისი წევრი,მათ შორის რუპერტ ბრუკი,ემელინ პანკჰერსტი,ერნესტ ბევინი,მუჰამედ ალი ჯინა.ბრიტანეთის ყველა პრემიერი რამსეი მაკდონალდიდან გორდონ ბრაუნდამდე ასევე გახლავთ ამ საზოგადოების წევრი.ამჟამად ბრიტანეთის 200 პარლამენტარზე მეტი არის ფაბიანელთა შემადგენლობაში.

ანი ბესანტი(1847-1933)

ბერნარდ შოუმ ანი ბესანტს ბრიტანეთის უდიდესი ორატორი უწოდა.ის 1885 წლიდან შეუერთდა ფაბიანურ საზოგადოებას და კურირებდა მისი ლოკალური განშტოებების დაფუძნებას,ის იყო ლიდერი ლონდონის გაფიცვების (1888წ-London matchgirls strike;1889წ- London Dock Strike).

ფაბიანური საზოგადოების დატოვების შემდეგ მან პოლიტიკური მოღვაწეობა ინდოეთში განაგრძო.ის დააპატიმრეს,თუმცა ინდოეთის კონგრესისა და მუსლიმთა ლიგის პროტესტის შედეგად გაათავისუფლეს.მან მონაწილეობს მიიღო იმ მოძრაობაში,რომელმაც ინდოეთი დააყენა დამოუკიდებლობის გზაზე.

ჯორჯ ბერნარდ შოუ(1856-1950)

შოუ საზოგადოების წამყვანი წევრია მისი დაარსების დღიდან.ის არის ავტორი რამდენიმე ტრაქტატის და მონაწილეობა აქვს მიღებული პუბლიკაციის შედგენაში სახელწოდებით „ფაბიანელთა ესეები  სოციალიზმის შესახებ“

დაარსებიდან შოუმ მონაწილეობა მიიღო ათასამდე მემარცხენე შეკრებაში,ღია ცის ქვეშ თუ კლუბებში.ის მომსწრე იყო ლეიბორისტული პარტიის შექმნისაც ,თუმცა მან უარი თქვა მის წევრობაზე.

დღეს,ბერნარდ შოუ უფრო მეტად თავისი წარმოდგენების გამოა ცნობილი.ისინი ეხებოდა ქალთა უფლებებს,სიღარიბეს,პაციფიზმს.1909 წელს ამერიკელი ნოველისტის ჰენრი ჯეიმსისადმი მიწერილ წერილში ის აღნიშნავს :

„მე,როგორც სოციალისტს მიწევდა ქადაგება,ისევე როგორც ყველას.ჩვენ გვაქვს უდიდესი ძალა.ჩვენ გვაქვს ძალა შევცვალოთ გარემო და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ.ცხოვრების მთავარი აზრი სხვა არაფერი თუ არა რომ იგი შეცვალო.

რა მნიშვნელობა აქვს წარმოდგენების წერას,ან საერთოდ რაიმეს წერას,თუკი არ არსებობს ძალა,რომელიც საბოლოოდ გარდაქმნის ქაოსს და გამოიწვევს ცვლილებას“.

 

ბეატრის ვები(1858-1943)&სიდნეი ვები (1859-1947)

დღეს თანამედროვე პოლიტიკა განიცდის სიდნეი და ბეატრის ვებების ზეგავლენას.ისინი თავიანთი ნააზრევით უსწრებდნენ დროს.სიდნეი ვები გამოდიოდა 1914 წლის ეს.წ.ლორდის რეფორმის მომხრედ,რომელიც ითვალისწინებდა მინიმალური ხელფასის განსაზღვრას,ხოლო ბეატრის ვები მტკიცედ იცავდა ქალისა და მამაკაცის თანაბარი ანაზღაურების იდეას .

მათ დაამკვიდრეს ფაბიანური ტრადიცია,რომელიც გულისხმობს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას საფუძვლიან კვლევაზე დაყრდნობით.მათი მეთოდოლოგია ბრიტანული სოციალიზმის შესახებ საფუძვლად დაედო ფაბიანელთა საქმიანობას  მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში.1905 წელს ბეატრის ვები შეუერთდა ღარიბთა შესახებ კანონების მიმღებ სამეფო საზოგადოებას დ მისთვის წერდა მოხსენებებს.დიდხანს იყო იგნორირებული ლიბერალური მთავრობის მიერ,თუმცა მისი პუბლიკაციები იყიდებოდა ფაბიანელთა სახელით.2009 წელს „გარდიანი“ მასზე წერდა: „მარცვალი,რომელზეც ამოიზარდა კეთილდღეობის სახელმწიფო,დათესილი იყო სწორედ მის მოხსენებებში(სახ.წოდ.The Minority Report)…“

მომზადებულია სოფო შუბითიძის მიერ აღნიშნული ინგლისურენოვანი ტექსტის მიხედვით. აქვე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია ფაბიანური საზოგადოების სხვა გამოჩენილი წევრების ვინაობის შესახებ.

 

Leave a comment