ნოე ხომერიკის მოხსენება აგრარულ საკითხზე

003გთავაზობთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრის, ცნობილი რევოლუციონერისა და სოციალისტის, ნოე ხომერიკის მოხსენებას აგრარულ საკითხთან დაკავშირებით.

მისი მინისტრობის დროს გატარებული რეფორმების საფუძველზე საქართველოში საბოლოოდ მოხერხდა ბატონყმობის უკანასკნელი რეციდივების აღმოფხვრა და მიწის რესურსების თანაბარი, სამართლიანი გადანაწილება გლეხებს შორის. ხომერიკის პროექტი ითვალისწინებდა ტყეების, მდინარეებისა და ბუნებრივი ძეგლების, ობიექტების ნაციონალიზაციას. საქართველოს აგრარული რეფორმა აქტიურად განიხილებოდა მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ევროპულ პრესაში, სოციალისტური პარტიების საპროგრამო კონფერენციებსა და ყრილობებზე.

1924 წელს, ფრანგული ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებული ნოე ხომერიკი საბჭოთა “ჩეკას” გადაწყვეტილებით დახვრიტეს. მას ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება.

სტატია გამოსაქვეყნებლად მოამზადა “თბილისის ფაბიანური საზოგადოების” გამგეობის წევრმა, საქმეთა მმართველმა ირაკლი ირემაძემ.


***

ოქმი სდმპ მე-8 საოლქო ყრილობის სხდომოსა, 14 ნოემბერი 1918. /დილა. დაესწრო 96 დელეგატი. თავმჯდომარეობს ა. ლომთათიძე.  მოხსენება ნოე  ხომერიკისა აგრარულ საკითხზე

 

ნოე ხომერიკი: აგრარულ  საკითხის პერიპეტიები ასეთი იყო. ის დღის წესრიგში რევოლუციის პირველ დღეებშივე დაისვა. გლეხობა და მათი შვილები ფრონტზე აგრარული საკითხის გადაწყვეტას დიდ ყურადღებას აქცევდენ. რევოლუციონურ ორგანიზაციებმა გადასწყვიტეს მიწის უფასოთ ჩამორთმევა მემამულეებზე. კითხვა თითქო უდავო იყო და მემამულეებიც ურიგდებოდნენ აუცილებლობას: მახსოვს როდზიანკოსა და კ. ჩხეიძის გამოსვლა. როდზიანკო აღიარებდა მიწების ჩამორთმევის აუცილებლობას, მხოლოდ დამფუძნებელი კრების მიერ. ის აზრი რომ ეს საკითხი დამფუძნებელ კრებას უნდა გადაეწყვიტა, თვით დემოკრატიულ წრეებშიც წამროიშვა. რთულ საკითხის გადაჭრა ავტორიტეტულ გადამჭრელსა და გამრიგებელს მოითხოვდა. მაგრამ კითხვის ასე გადაჭრას უარყოფითი მხარეც ჰქონდა: დამფუძნებელი კრება დაგვიანდა, გლეხობა არ იცდიდა და ეს გახდა ერთ უმთავრეს მიზეზთა ბოლშევიკური მოძრაობისა, დაიწყო ექსცესები, მიწების დატაცება: ეს ექსცესები, ჩვენშიც იყო. ადგილი ჰქონდა მემამულეთა ჟლეტას მაგალიტად გორის ყაზახის მაზრებში. სტიქიური მოძრაობა კალაპოტში უნდა ჩაგვეყენებია გლეხთა კანონიერი მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებით, კითხვა უნდა გადაგვეწყვიტა ჩვენი პროგრამისა და პრინციპების მიხედვით. ასეთ პირობებში შეიკრიბა სეიმი და იქ ჩვენი ფრაქციის მეოხებით ეს საკითხი დღის წესრიგში დაისვა და კანონში გატარდა.

კიდევ უფრო ადრე ამიერკავკასიის კომისარიატმა გამოსცა დეკრეტი, სადაც მიწების ჩამორთმევაზე და საადგილმამულო კომიტეტებზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ის პრაქტიკულ ნაბიჯებს არ სდგამდა და გლეხებს ვერ ამშვიდებდა. სეიმმა კითხვა ასე თუ ის ეგადაჭრა, მაგრამ ცალმხრივათ, ვინაიდან მას ხელთ არ ჰქონდა სტატისტიკა, არ იცოდა ნორმა და სხვ.

ჩვენ რომ კვლავ დაგვეცადა და მიწების ჩამორთმევა არ დაგვეწყო გაძლიერდებოდა ანარქია და ის ყველაფერს დაღუპავდა. ჩვენც გამოვყვევით აგრალული საკითხიდან ერთი კითხვა რამდენი ჩამორთმეოდათ მემამულეებს და რამდენი დარცენოდათ და გადაწყვეტილების განხორციელებას შევუდექით. ამით გლეხებს დავანახეთ, რომ მემამულეთა მიწათმფლობელობას ბოლო ეღებოდა.

7          მარტის კანონით ჩამორთმეული მიწები გადაეცა სახელმწიფო საადგილმამულო ფონში. ჩვენ არ ვეხებოდით მიწის განაწილებას, ვამბობდით მხოლოთ, რომ მიწები მიეცემოდათ გლეხებს იჯარით და სხვა სახით.

გლეხკაცობამ დაინახა ჩვენი მუშაობა, მას იმედი მიეცა და დამშვიდდა. მაგრამ ცხადი იყო, კითხვის მეორე ნაწილიც უნდა გადაწყვეტილიყო. მიწის განაწილება თუ როგორ მომხდარიყო.  გამოირკვა ისიც, რომ გლეხობას ვერ შეეთვისებია მუნიციპალიზაციის დიეა და ის მიწას სრულ საკუთრებით მოითხოვდა. ამას გარდა, მუნიციპალიზაცია სადემაგოგოთ გამოიყენეს: ჩვენ ჩამოგვართვეს, მაგრამ არც თქვენ მოგცესო.

ანგარიშს ვუწევდით იმასაც, რომ უცხო ძალის შემოსვლის შემდეგ მემამულეებს იმედები დაებადათ მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თუ გლეხმა მიწა კერძო საკუთრებით მიიღო, შემდეგ მას აღარ შეელევა. ცდა შეუძლებელი გახდა. ჩვენც მოვიწვიეთ თათბირი საადგილ-მამულო კომიტეტებისა და დავადექით იმ აზრს, რომ მიწა გლეხკაცობას საკუთრებათ მისცემოდა. გლეხსაც სწამდა რეფორმა იმდენათ, რამდენათაც ის მიწას ისაკუთრებდა. გლეხი დაიცავდა იმ წესწყობილებას, რომელიც მას აკმაყოფილებდა. ასე, ჩვენი რეფორმა პოლიტიკური ზომაც იყო.

გვსაყვედურებდენ, აზრი გამაოცალეთ, მუნიციპალიზაცია უარყავითო, მაგრამ მუნიციპალიზაცია ჩვენი დგომა არ ყოფილა. მიწის დარიგება კერძო საკუთრებათ ჩვენთვის უცხო არ იყო. მნიშვნელობა ასევე ფეოდალური ნაშთების მოსპობის და არა ფორმას რომლშიდაც ეს განხორციელდება.

რა შედები მოყვება მიწების ეკრძო საკუთრებათ დარიგებას? ეკონომიური თვალსაზრისით ზოგი ამას რეაქციონურ ზომათ ჩასთვლის. ასეც იქნებოდა, რომ ამ მიწებზე კაპიტალისტური წარმოება იყოს, მაგრამ ჩვენი რეფორმა წარმოების წესს სრულებით არ ეხება. წინეთ გლეხები იჯარით იღებდნენ მიწას და პრიმიტიული საშუალებებით ამუშავებდენ მას. დღესაც დამუშავების წესი ძველი რჩება და მეურნეობაში ამ მხრივ არაფერი იცვლება. მაგრამ ვაძლევთ რა მიწას გლეხს.  ჩვენ ვსპობთ ბატონ-ყმურ იჯარას და ვათავისუფლებთ  საწარმოების ასპარეზს. შემდეგი ინტენსიური მეურნეობისათვის მიღებული ზომები მეტად ხელსაყრელი იქნება.

ჩვენი რეფორმა მისაღებია ეკონომიურ და პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ეს ზომა დაამშვიდებს გლეხს და გახდის მას ჩვენი წესწყობილების დამცველათ. მიუხედავათ იმისა, რომ გლეხს სძულს მემამულე, ის მაინც ჩუმათ ყიდულობს მისგან მიწას. ეს კარგი მაჩვენებელია იმის, რომ გლეხს სწყურია მიწის საკუთრებათ შეძენა და თუ ეს მისი სურვილი არ შევასრულეთ ის ზურგს შეგვაქცევს.

ჩვენ წინდაუხედველობას გამოვიჩენდით, ეს რომ არ შეგეგვნო. კითხვა დგება, რა სახით უნდა გადავცეთ მიწა გლეხს, რა ნორმით საფასურუით თუ უფასოთ. ამის გარშემო ბევრს კამათობენ. იმ სტატისტიკურ  ცნობებით, რომელიც ხელთ გვაქვს (ის არ არის უნაკლო) თბილისის გუბერნიაში კომლზე მოდის 6 დესეტინა მიწა, ჩამორთმეულიანა ( 10 დესტინა, მაგრამ ყველა მიწა სახნავ-სათესათ არ გამოდგება). მისი რაოდენობა უდრის ყველა მიწების ნახევარს, ე.ი. 5 დესეტინას. წუთაისის გუბერნიაში ეხლა კომლზე მოდის 1, 15 დესეტინა, ჩამორთმეულიანა 3.09, სახნავ სათესი 2 დესეტინამდე მაგრამ ზოგიერთ მაზრაში (მაგ. შორაპანის) იქნება კომლზე 2 ქცევაც არ მოვიდეს.

ჩვენ წინ დგას კითხვა, ფასით უნდა გაიყიდოს, თუ უფასოთ უნდა მიეცეს გლეხებს მიწა.

ჩვენ გვაქვს სამელიორაციო ადგილები, შირაქის და ყარაიზის ველები და სხვ. აგრარული რეფორმა არ იქნებოდა სრული, ეს ადგილებიც რომ არ გაგვეკეთებია. თუ მიწები უფასოთ დავარიგეთ, მაშინ მელიორაციას ვერ მოვახდენთ.

ჩვენში მრავალი უმუშევარი გამოჩნდება.  მელიორაციით ორ მიზანს მივახწევთ: სამუშაოს ვიშოვით, მიწის ფონდს გავადიდებთ. სხვა მოსაზრებაც მიწის სწორედ გაყიდვას გვკარნახებს: ჩვენი ფულის კურსი ეცემა, თუ ხაზინამ ვერ იშოვა მოზრდილი თანხა, მაშინ მარტო ბეჭდვა გაკოტრებამდე მიგვიყვანს. დღეს გლეხს ფული აქვს. მას მიწის შეძენა შეუძლია….  გუშინ საქონელი 1 მანეთი ღირდა დღეს ის 10 მანეთია. ეს იმიტომ, რომ ფულის სისტემა ვერ შევქმენით. მაშინას ვატრიალებთ და ბონების ფასს ვცემთ.

თუ გლეხობა ვერ დავარწმუნეთ, რომ ასეთი მდგომარეობა მასაც დაღუპას, მაშინ ჩვენი საქმე უნუგეშო გახდება. არის კიდევ ერთი მოსაზრება: მიწა რევოლუციამ მოგვცა, მაგრამ რევოლუცია რომ მარტო გლეხობას არ მოუხდენია. რევოლუციის მონაპოვარით ყველამ უნდა ისარგებლოს. გლეხმა მიწა მიიღოს, მაგრამ მისი ღირებულების ნაწილი საერთო სალაროში შიეტანოს. ეს სამართლიანი იქნება.

გლეხობასაც არ სწამს უფასოთ შენაძენი – მისახვედრია: გლეხი კერძო მესაკუთრეა: მას საკუთრებათ მიაჩნია ის, რაშიც ან ფული ან შრომა გაუღია.

ზოგი მიწები ჩვენ დაგვჭირდება საცდელ მინდვრებათ, მაგრამ ამ მინდვრებს რაიმე ფონდიც უნდა ჰქონდეთ, რომ ზედ განსაკუთრებული გაკეთდეს. თუ უსასყიდლოთ გვეცით მიწა, მაშინ სად შევიძინოთ ეს ფონდი. თუ უსასყიდლოთ იქნა მიწა, მაშინ ყველა მოინდომებს მიწას და მოინდომებს ყველა მიწას. რა მხრითაც არ ვიუახლოვდებით კითხვას, იმ დასკვნამდის მივდივართ, რომ მიწა უნდა დარიგდეს საკუთრებათ და ფასით. მაგრამ უმიწაწყლო გლეხკაცობას მიწა უნდა მივსცეთ იმ პირობებში, რომ მათ შეძლონ ყიდვა და არა ბაზრის ფასში. და აი თუ დღევანდელი მანეთის კურსის მიხედვით დესტინა უდნა ფასობდეს 10-15 ათასს, ჩვენ მის გაყიდვას ვფიქრობთ 500-100 მანეთად. დესტინაზე ჩვენში მოდის 60-70 ფუთი პური. მეათედი ამისა 6-7 ფუთი მიწის საყიდლათ არ არის დიდი.

სახელმწიფო უნდა დაიყოს აგრონომიულ რაიონებათ. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის საზღვრები, რომლის გარეშეც გლეხი არ გადის. ამ აგრარულ რაიონებში უნდა დაარსდეს კომისიები, რომლებიც გამოარკვევენ მიწების რაოდენობას, რაოდენობას უმიწა-წყლოების და რეფორმას ადგილობრივი ერობა გაატარებს. ის აძლევს მყიდველთ საბუთს ჩვენი პროექტის მიხედვით. ეს წესი შემოვიღეთ იმისთვის, რომ საქმე არ გაჭიანურდეს.

ამ რიგათ  რეფორმის გეგმა ასეთია: მიწა მიეცემათ  – 1) საკუთრებათ, 2) მხოლოდ უმიწაწყლო და მცირე მიწის მქონეთ, 3) მცირე საფასურით (500-1000 მანეთამდე დესტინა), 4) ფასებს აწესებს სამინისტრო რაიონების მიხედვით, 5) უკანასკნელთა ფარგლებში ფასს აწესებს კომისია, მიწის ღირებულების მიხედვით.

დღეს მდგომარეობა ასეთია:

ჩამორთმეულია 300 000 დესეტინამდე. სულ ჩამოსართმევია 700 000  დესეტინამდე. ჩამორთმევა ფერხდება. ამას ხელს უშლის უადმინასტრაციობა, მოწინაღმდეგეთა აგიტაცია, უფულობა და სხვ.

 

მაგრამ ჩვენ ბევრი კითხვა არ დავუკავშირეთ რეფორმას. როგორ უნდა მოვექცეთ მემამულეს, რომელიც არ აიღებს ღალას, რომელიც 7 მარტიდან უკვე აკრძალულია. შეეცადენ კანონის დარღვევას, მაგრამ ისინი ციხეში ჩავსვით და ისინიც დამშიდდენ. ამბობენ აგრარული რეფორმა დამარცხდაო, ტყუილია, ის ნელა, მაგრამ სწორი გზით წინ მიდის. ის, რომ მემამულეებს არ გავაბათილებიეთ ჩვენი მიზანი, მტრებს აწიწმატებთ (აღიზიანებთ).

რამდენადაც მეტ დახმარებას მოგვცემენ ამხანაგები რეფორმის გატარების საქმეში, იმდენათ ის ადრე და უმტკივნეულოთ ჩატარდება ყველა შემთხვევაში დაწყებული საქმე სწორი გზით მიდის, მას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს და ადრე განვახორციელებთ კიდევაც მას.

img_0563-noc3a9-homeriki

დებატები

მუხრან ხოჭოლავა: აქ განმარტებული აგრარული პოლიტიკა დემოკრატიულ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ვერ ვხედავ საბუთს, რომელიც გვაიძულებდეს მუნიციპალიზაციის უარყოფას. რესტავრაციის შესაძლებლობა ასეთად არ მიმაჩნია. გლეხების სურვილიც ვერ არის საბუთი – ერთ ადგილას სულ ახლო წარსულში გლეხებმა კაცის წამება ისურვეს. თუ ჯერ დიდი პრაქტიკული ნაბიჯი არ გადადგმულა, მუნიციპალიზაციაზე დავუბრუნდეთ.

 

იოსებ მაჭავარიანი :  ეს დიდი სოციალური კითხვა 5-6 კაცმა გადასჭრა ყველა შემთხვევაში აზრი მაინც შეიმუშავა. მიწები წავართვათ მემამულეებს და ვყიდოთ – რაღა მისცა გლეხს რევოლუციამ? გლეხის სურვილი განუსაზღვრელია – მუდამ მათ სურვილზე ვერ ვივლით. მუნიციპალიზაციასაც ყავს მომხრე გლეხთა შორის. გლეხებს არასოდეს დაუტაცებიათ ვენახები. ვენახების მუნიციპალიზაცია მოვახდინოთ, მაგრამ ჩვენ თვით პრინციპი მუნიციპალიზაციისა უარყავით. მე მოვითხოვ, ყრილობამ დააკანონოს მუნიციპალიზაცია, სანამ გვიან არ არის.

 

გ. კოპლატაძე: ჩვენმა რეფორმამ მემამულეების სიმაგრე მოშალა, ეს უკვე დიდი საქმეა. რაც შეეხება განაწილებას, აქ  შეუძლებელია გლეხების არ გავუწიოთ ანგარიში. მე არ ვიზიარებ იმ აზრს, თითქო უკანასკნელთა აზრი აგრარულ საკითხზე კაბინეტში დამუშავებულიყოს.  მასალა აზრის შესაქმნელათ პრაქტიკულ მუშაობაში შეგროვდა. შეიძლება მუნიციპალიზაციას მივბრუნებოდით, მაგრამ ეს მიზანშეწონილი არ იქნებოდა. გლეხი მიწას კერძო საკუთრებათ მოითხოვს და ეს უნდა გავიგონოთ, თორემ ძალით გაგვაგონებენ. გაყიდვა ფულსაც მოგვცემს, ის კი დიდათ საჭიროა. როცა ფული აღარ გევქნება, აღარაფერიც აღარ გვექნება. კერძო საკუთრებათ და საყიდლათ. – ეს უნდა მიიღოს ყრილობამ.

 

ვ. მაისურაძე:  მთავრობას ფული სჭირია, მაგრამ ის სხვა გზით უნდა შეიძინოს. გლეხი მიწას უფასოთ მოელის, ამისათვის აძლევდა იგი ხმას 1 ნომერს. შეღავათით მივცემთო, მაგრამ ეს საქმეს არ შველის. უღარიბესი ვერ შეიძენს მიწას და უერთგულესი რევოლუციონერი პირში ჩალა გამოვლებული რჩება.

 

ბერეტაშვილი:  გლეხს მიწა საკუთრებათ უნდა მისცე, ან ის მას არ მოუვლის. ჩვენ უნდა შევქმნათ ძალა, რომელზედაც დავეყრდნობით: გლეხმა ცოტა გადაიხადოს. როცა გადაიხდის დამშვიდებული სინდისი ჩასთვლის მიწას თავსად და თავისას მაგრათ ჩაებღაუჭება.  უპასუხისმგებლო პარტიას შეუძია სთქვას – გლეხს მიწა უფასოთო. აქ ამბობდენ იძულებით სესხზე – სჯობს მიწა სასყიდლათ მივცეთ. „გლეხის სურვილი მისაღები არ არის, წმინდა პრინციპი დავიდვათო“ …  მაგრამ მოგახსენებთ წმინდა ბერი წმინდათ წაწყდაო. თუ გლეხს მუნიციპალიზაცია არ მოსწონს, ძალათ ვერ მოაწონებთ, ვერ მოახვევთ.

 

ს. მაისურაძე: ხოჭოლავამ გვისაყვედურა – მუნიციპალიზაცია ყირაზე დააყენეთ და უარყავითო. ასე ვშიშობდით მუდამ: თუ რომელიმე ხაზს გაკოტრებამდე მივყავდით, მას უარყოფდით. თუ გლეხის სირვილს უარყოფდით – ის დაგვანგრევდა. მიკვირს მაჭავარიანის საყვედური 5-6 კაცმა შეიმუშავა გაყიდვის აზრიო, რევოლუციამ რაღა მოგვცაო და სხვა. თუ ის ვერ ხედავს, რა მოგვცა რევოლუციამ – მაშინ აღარ ვიცი ვისთა მაქვს საქმე – ბრმასთან თუ ბოლშევიკთან. მივიღოთ – მიწა კერძო საკუთრებათ და სასყიდლათ.

 

ნოე ჟორდანია: პრინციპიალურათ დღესაც მუნიციპალიზაციის მომხრე ვარ, მაგრამ როდესაც კონკრეტული მდგომარეობა განვიხილეთ, დავრწმუნდით, რომ მუნიციპალიზაციის წმინდათ გატარება შეუძლებელი იყო. ჩვენ ორი მოსაზრება მივიღეთ მხედველობაში – პოლიტიკური  – დაგვეინტერესებია გლეხები, რომ რესტავრაცია არ მომხდარიყო, და ფინანსური – ხაზინისთვის რაიმე მოგვეცა. ჩვენი ფინანსური მდგომარეობა კრიტიკულია. თუ ის შიგნიდან ვერ გამოვასწორეთ. უბედურება მოხდება. ამას გარდა გლეხის ფსიხოლოგიაც გვქონდა მხედველობაში. მას გონია, თუ ფული გაიღო, მაშინ მიწა მისია, თუ არა -საეჭვოა. კიდევ – გლეხს მუნიციპალიზაცია არ ესმის; არც ერობა გვქონდა;  მომავალი ერობის უნარს არ ვიცნობთ. ე სგვქონდა მხედველობაშ, როდესაც მუნიციპალიზაციის სარგებლობაში ეჭვი შევიტანეთ.

 

თედორე კიკნაძე: კამათიდან დავრწმუნდი, ხაზინა რომ მდიდარი გვქონდეს, მაშინ კითხვას სხვანაირათ გადავჭრიდით. გამოირკვა ისიც, რომ პრინციპი მუნიციპალიზაციის მისაღები ყოფილა.  ჩვენი ზომით ვამსგავსებთ და  ვაძლიერებთ წვრილ მესაკუთრეებს – გაიხსენეთ რა აზრის იყო ამაზე მარქსი. გრჩებათ მხოლოთ ფინანსური მოსაზრება, მაგრამ მიწის გაყიდვისაგან შემოსული გროშები ჩვენ კრიზისიდან ვერ გამოგვიყვანს. ვგრძნობ, ჩემი არ გავა, მაგრამ ის უნდა ვსთქვა. მე მუნიციპალიზაციის მოხმრე, ვიცი ისიც რომ დასავლეთ საქართველოში ბევრი მომხრე ყავს მას და იქ გავიდოდა.

ცეკვაშვილი: გლეხთა პსიხოლოგიით და გარეშე ძალის შიშით კერძო საკუთრებას იცავენ. მაგრამ ამ ძალის შიშ აღარ არის. უკვე დასავლეთ ევროპაში სოციალური რევოლუცია იწყება. გინდათ გაყიდეთ-მაგრამ როგორ იყიდის ღატაკმა, ვინ  ასესხებ  მას ფულს? ასეთი გეგმით ვერც ფინანსურ კრიზისს დაახწევთ თავს, მხოლოდ კონსერვატორებს გაამრავლებთ.

 

სტეპკო: ჩვენ რაღაცა შიში შეგავლენით უარყოფთ ჩვენ დიდი ხნით შეთვისებულ პრინციპს.  მაგრამ თუ საშიშროება საფუძვლიანია – ჩვენი ზომაც ვერ გვიხსნის. თუ გაკოტრების აჩრდილი თავს დაგვტრიალებს, ის 100-200 მილიონი, რომელიც მიწის გაყიდვამ უნდა მოგვცეს, რას გვიზამს.  თუ 10 ფუთის მეტს ვერ ვზიდავთ, მაშინ 100 ფუთიც გაგვჭყლიტავს და 11-ც. მე გადაჭრით მუნიციპალიზაციის მომხრე ვარ.

 

ბოლო სიტყვა ნოე ხომერიკს :

ჩემი აზრების წინააღმდეგ მოჰყავთ: 1) დასავლეთ ევროპაში სოციალური რევოლუცია იწყებაო.  2) არ გვაქვს საბუთი მუნიციპალიზაციის უარსაყოფათო, 3) რეაქციონურ კერძო მესაკუთრეთ ამრავლებო.

შეუძლებელია კაცმა ყოველდღიური პოლიტიკა რაღაც გამოურკვევლობაზე ააგოს. ჯერ ევროპაში ფართო დემოკრატიული სახის რევოლუციას  ვხედავთ და მისი მომავალი განვითარება ჩვენთვის მთლად ნათელი არაა. თუ იქ ღრმა ცვლილებანი მოხდება, მაშინ ჩვენც ჩვენ პოლიტიკას დამყარებულ მდგომარეობას შევუფარდებდით. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რაც არ უნდა მოხდეს იქ, ჩვენ გვაქვს საქმე შინაგან ძალთა განწყობილებაზე და ჩვენი პოლიტიკაც ამაზე უნდა ავაგოთ.

თქვენი რეფორმით რეაქციონურ მესაკუთრეთ აძლიერებთო – მეც მგონია  ჩვენი ზომები უაღრესათ რევოლიციონური ზომებია: ჩვენ მოვსპობთ ფეოდალიზმის ნაშთებს. რაც შეეხება კერძო საკუთრებათ გაცემას – ასე უნდოდა გლეხობას და თუ ამ ძალას ანგარიშს არ გავუწევდით, ის გვიღალატებდა და კისერს მოგვტეხდა. თუ  მოსალოდნელია რეაქცია და ფინანსური კრახი – ის მაინც მოხდებაო … ჩვენ მაინც ყველა ზომებს მივიღებთ რომ არ მოხდეს. გლეხკაცობა თითქო გვეთანხმებოდა მუნიციპალიზაციაზე, მაგრამ როცა საქმეზე მიდგა კითხვა – მან გადაიფიქრა და სთქვა ის, რასაც ფიქრობდა. განა ჩვენ მუნიციპალიზაცია კატეგორიულათ კი არ უარგვყვია: კულტურული მამულები და მისთვის საჭირო ნაჭრები მაინც მუნიციპალიტეტის ხელში რჩება.  ტყეები, მინერალური წყლები, აგარაკები და სხვა. მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს ხელში დარჩება. არც პროგრამას ვღალატობთ, როგორც ბევრს გონია: იქ გვიწერია, თუ მუნიციპალიზაცია არ გავიდა, კერძო საკუთრებათ გაცემას მივემხრობითო. ჩვენ მიწას იმას მივსცემთ, ვისაც შეუძლია მისი დამუშავება. და ისე მცირე ფასში, რომ ერთი წლის ღალით გადაიხადოს ის.

ამისათვის გლეხს საშუალებაც აქვს და სურვილიც –  აკი ჩუმათ ყიდულობენ მცირე ნაწილს გლეხობას ფული არ გვაქვს, თუ ის გლეხობამ არ მოგვცეს ჩვენც დავიღუპებით და ისინიც… ამას გარდა, თუ უფასოთ გავეცით, ყველა უკეთესს წაეპოტინება, შეიქმნება ანარქია, რომლის ყველას და ყველაფერ დაღუპავს. ჩვენი ყველა მხრიდან მივუახლოვდეთ და უკეთესი გამოსავალი ვერ დავინახავთ.  ჩვენი აზრიც თქვენ მოგახსენეთ.

 

თავმჯდომარე ალ. ლომთათიძე

 

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი. სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი.

ფონდი – 1825

ანაწერი -1

საქმე-49

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s