ისიდორე რამიშვილი – Isidore Ramishvili (1859-1937)

მოკლე ბიოგრაფიული ცნობა ისიდორე რამიშვილის შესახებ.

download

დაიბადა 1859 წლის 7 ივნისს  გურიაში, სურების ხეობაში, ადგილობრივი გლეხების ოჯახში.

1871 – ჩაირიცხა ოზურგეთის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, დაუახლოვდა რევოლუცინერ სილვა ჯიბლაძესა და მომავალ მემარცხენე ბელეტრისტ ეგნატე ნინოშვილს (ინგოროყვას).

1878-85 – ს. ჯიბლაძესთნ ერთად სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში. გახდა მემარცხენე ხალხოსნური იდეების მიმდევარი. გოლა ჩიტაძესთან ერთად, მონაწილეობას იღებდა “ქარგალთა კავშირის” (მუშათა თვითგანათლების პირველი ცენტრი თბილისში, ზეტცერის ავეჯის ქარხანაში) მეცადინეობებსა და სემინარიის შიგნით წარმოებულ რევოლუციურ საქმიანობაში

1886 – სოფლის მასწავლებელი წინამძღვრიანთკარის კერძო სკოლაში (რამიშვილი ოც წელიწადზე მეტ ხანს გახლდათ მასწავლებელი იმპერიის სხვადასხვა დასახლებაში). ისიდორე რამიშვილმა დააფინანსა თავდასხმა სემინარიის რუსიფიკატორ რექტორ, ქსენოფობ პ.ჩუდეცკიზე, რომელიც სასწავლებლიდან გარიცხულმა მოსწავლემ, იოსებ ლაღიაშვილმა ხანჯლით მოკლა.

1887-93 – იგი მოღვაწეობს მის მიერვე დაარსებულ და აშენებულ სურების ხეობის სკოლაში. არის გურიაში დაწყებული რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი მოთავე, ხელმძღვანელობს ადგილობრივ საგანმანათლებლო წრეებს.

1892 – 25 დეკემბერს, ისიდორე რამიშვილი ესწრება ქართველ სოციალისტთა პირველ კონფერენციას ყვირილაში.

1897-1903 – ბათუმის სკოლის პედაგოგი. ადგილობრივი მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საგანმანათლებლო რევოლუციური წრეების ორგანიზატორი.

1901 – ბათუმის როტშილდის ქარხნის მასობრივი გაფიცვის ერთ-ერთი მეთაური

1903 – გადასახლება ჯერ კავკავში, შემდეგ პეტროვსკში.

 1905 – რევოლუციის მონაწილე, თბილისის მუშათა საბჭოს წევრი. სომეხ-თათართა შეტაკების საწინააღმდეგო კამპანიის ლიდერი.

1906 -დელეგატი რსდმპ-ს სტოკჰოლმის ყრილობაზე. რუსეთის პირველი მოწვევის დუმის დეპუტატი, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი. პირველი ქართველი დეპუტატი, რომელიც დუმის ტრიბუნაზე სიტყვით გამოვიდა

1907-08 – რსდმპ-ს ლონდონის (1907) ყრილობის დელეგატი ბაქოდან. ბაქოს მენშევიკური ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

1909-14 – გადასახლება ასტრახანის გუბერნიაში

1914-17 – გადასახლება სამარაში. სამარის მუშათა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე

1917 თებერვლის შემდეგ – პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს (მთავარი წარმომადგენლობითი ორგანო) წევრი.

1917-18 – აზერბაიჯანის შრომის მინისტრი

1918-19 – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. გენერალ მაზნიაშვილთან ერთად, საქართველოს რეგიონების თურქებისგან დაცვის კამპანიის ხელმძღვანელი. მთავრობის წარმომადგენელი აფხაზეთში.

1922 – ნაძალადევის კლუბში, პირველი ანტისტალინისტური გამოსვლის ფაქტობრივი ლიდერი.

1922-37 – გადასახლება მოსკოვის გუბერნია, ასტრახანი, ბაქო, ტაშკენტი, ხოდჟენტი (ტაჯიკეთის სსრ), ვლადიკავკაზი.

1937 – ბერიას ბრძანებით დახვრიტეს თბილისში

_________________________________________

უახლოვეს მომავალში შემოგთავაზებთ ამონარიდებს ისიდორე რამიშვილის დუმაში გამოსვლებიდან.

წყარო: რამიშვილი ის. (2012), მოგონებები, თბილისი: გამომც. “არტანუჯი” გვ. 5-62

***

IsidoreRamishvili (1859-1937)

1859 – Born in Guria ( the region of Georgia), Surebi ravine

1886 –1907 Teacher, in the regional public school of Georgia

1892 – Participant of the 1st socialist conference held in Georgia, Zestaponi

1901 – The leader of general strike against Rotschilds factory in Batumi

1906 – Delegate at the 4th Congress of the Russian Social Democratic Labour Party, Stokholm

1906 – Member of the 1st State Duma of Russian Empire.

1907 – Delegate at the 5th Congress of the Russian Social Democratic Labour Party, London

1918-19 – Member of the national council (parliament) and constituent assembly of Georgia

1922-37 – Victim of the soviet political repressions.

1937 – Was shooting victim in Tbilisi

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s